25 იანვარი 2020,   21:06
ვრცლად
ანა დოლიძე ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების შესწავლას კონკურენციის სააგენტოს სთხოვს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ითხოვს, კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასები შეისწავლოს.

მისივე თქმით, ფასების შესწავლის შესახებ კონკურენციის სააგენტომ ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა, თუმცა უწყებას მონიტორინგის შედეგები დღემდე არ გამოუქვეყნებია.

"აქ ახლახანს დაინიშნა ახალი უფროსი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ერთ თვეს, შეასრულონ საკუთარი დაპირება და ხალხს აუხსნან, რამდენად ნორმალური და სამართლიანია, როცა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ყოველთვიურად ჯავრობს, რომ შეიძლება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი წამალი ვერ შეიძინოს. მოვითხოვთ, სააგენტომ სიღრმისეულად შეისწავლოს ბაზრის მდგომარეობა,"- განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები