24 აპრილი 2024,   15:17
ვრცლად
ლევან საგინაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელის ტიტულის მფლობელი გახდა

ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრება "ტოპ 8-ის" გამარჯვებულია.

პოლონეთის ქალაქ გდინიაში გამართული ტურნირის გადამწყვეტ, ფინალურ ეტაპზე საგინაშვილი რუს ვიტალი ლალეტინს დაუპირისპირდა და მეტოქე საკმაოდ ადვილად, 6-0 დაამარცხა.

ფინალამდე საგინაშვილმა ამერიკელი ტიმ ბრესნანი და ყაზახი კიდგირბალ ონგარბაევი დაამარცხა. ქართველმა "ჰალკმა" პრესტიჟული ტიტულის მოპოვებასთან ერთად 50 000 ამერიკული დოლარიც მიიღო.

დღის ამბები