19 აპრილი 2024,   11:03
ვრცლად
პოლიცია მასაჟის სალონებში რეიდებს ატარებს

საპოლიციო რეიდი ბათუმში - პოლიცია სასამართლოს განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებებს იმ ობიექტებზე ატარებს, სადაც მასაჟის სალონებია განთავსებული.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობას გულისხმობს.

"მოსამართლის განჩინების საფუძველზე 12 ობიექტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით დაიწყო, რაც პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას გულისხმობს. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი" - აღნიშნა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ჭედიშვილმა.

ობიექტების თანამშრომლებს გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ.

დღის ამბები