20 აპრილი 2024,   15:56
ვრცლად
დეპუტატები გადაწყვეტილებას თვითონ იღებენ, თუმცა გუნდის მოსაზრება გასათვალისწინებელია - მათიკაშვილი მოსამართლეებზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 19 კაციან სიას უმრავლესობა კენჭს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე 11 დეკემბერს უყრის. მხარდაჭერის შემთხვევაში კანდიდატურების დამტკიცება დეპუტატებს უკვე სესიაზე მოუწევთ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების გათვალისწინებით იქნება მიღებული. 

დავით მათიკაშვილის თქმით, დეპუტატები  გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ, თუმცა გუნდური მოსაზრებაც გათვალისწინებული იქნება.

"ვის დაუჭერს კომიტეტი მხარს და ვის არა, ეს კომიტეტზე გამოჩნდება. გუნდი მსჯელობს ამ საკითხთან დაკავშირებით. იქნება გადაწყვეტილება მიღებული იმ კრიტერიუმებით, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არის კეთილსინდისიერება, ეს არის გამოცდილება და ა.შ.

დეპუტატები იღებენ თვითონ გადაწყვეტილებას, თუმცა, რა თქმა უნდა, გუნდის მოსაზრება გასათვალისწინებელია," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ოთხშაბათის სხდომა ამჯერადაც პროტესტის ფონზე ჩაივლის. პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად ითხოვენ, რომ სია ჩავარდეს.

დღის ამბები