23 აპრილი 2024,   21:14
ვრცლად
"ხოცვა წავიდა უკვე, სიმართლის მთქმელს აქ კლავენ "- პანკისელები უხუცესთა საბჭოს თვითნებობაში ადანაშაულებენ

პანკისში უხუცესთა საბჭოს ახალი წევრები ეყოლება. გადაწყვეტილება სოფელ ჯოყოლოს მეჩეთთან გამართული ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

შეკრებილები შეთანხმდნენ, რომ უხუცესთა საბჭოს წევრები დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ და უახლოეს მომავალში ყველა გვარიდან ერთ ახალ წევრს აირჩევენ.

პანკისის ერთ-ერთი მაცხოვრებელი სერიოჟა მუზიკაშვილი აღნიშნავს, რომ მოქმედი უხუცესთა საბჭო ხალხის მიერ არჩეული არ არის.

"ხოცვა წავიდა უკვე, სიმართლის მთქმელს აქ კლავენ და რაც იყო, ის უხუცესთა საბჭო არ იყო ჩვენი არჩეული, ეგენი არიან თვითნებურად დამდგარი საბჭოს წევრები," - აღნიშნა სერიოჟა მუზიკაშვილმა.

ემზარ ტოხოსაშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც უხუცესთა კავშირს უნდობლობას უცხადებს.

"უხუცესთა კავშირს ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ. მათ თვითნებურად აირჩიეს ეს წევრები და მოსახლეობის მხრიდან ლეგიტიმაცია არ აქვთ," - განაცხადა ემზარ ტოხოსაშვილმა.

უხუცესთა საბჭოს წევრი ზაზა გუმაშვილი კი აღნიშნავს, რომ საბჭოს წევრობაში ხელს არავის უშლიან და მათთვის მთავარი სასარგებლო საქმის კეთებაა.

"თუ ჩვენ არ შეგვიძლია, მათ მოაგვარონ ეს პრობლემები, არავის ვუშლით საბჭოს წევრობას,"-განაცხადა ზაზა გუმაშვილმა.

დღის ამბები