19 იანვარი 2020,   13:41
ვრცლად
ოცნება ოცნებასთან შეთანხმდა - ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარები პოზიციებს თმობენ

ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარები, რომლებიც 2024 წლიდან ქვეყნის სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადაყვანას აპირებდნენ, პოზიციებს თმობენ.

კვირის ბოლოს გაირკვევა, საბოლოოდ რაზე შეთანხმდებიან "ოცნების" დეპუტატები და ჩატარდება თუ არა 2020 წელს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პლებისციტი.

შეთანხმებამდე იყო კონსულტაციები პარლამენტში. მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც გუნდის წინააღმდეგ წავიდნენ, უმრავლესობის ლიდერის კაბინეტში დილიდან შეიკრიბნენ, შეხვედრიდან გამოსულებმა "კურიერის" კამერასთან თქვეს, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

დღის ბოლოს საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვერსია დაინიცირდა.

პროცედურასთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა ოპოზიციას. გიგა ბოკერიას განცხადებით, იურიდიული დეპარტამენტისგან  მიიღეს დასკვნა, რომ მათი დოკუმენტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგებოდა.

ოპოზიციის გეგმები უცვლელია. ისინი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ქუჩაში რჩებიან და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. 

"გერმანული მოდელის" მოდიფიცირებულ ვერსიას სახალხო დამცველი ეუთო/ოდირს დღეს გადაუგზავნის.

დღის ამბები