18 აპრილი 2024,   22:21
ვრცლად
რუსეთი დოპინგის სკანდალში გაეხვა

რუსეთი ისევ დოპინგ-სკანდალში გაეხვა. ამჯერად რუს სპორტსმენებს 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო შეჯიბრებებში, მათ შორის ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობა აეკრძალათ. გადაწყვეტილება მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტოს აღმასრულებელმა კომიტეტმა ერთხმად მიიღო.

რუსეთს მსხვილი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის უფლებაც ჩამოერთვა. რუს სპორტსმენებს დოპინგზე ტესტის გავლის შემთხვევაში უფლება ექნებათ ნეიტრალური სტატუსით, რუსული დროშისა და ჰიმნის გარეშე მიიღონ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა. რუსეთი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

 

 

დღის ამბები