ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებიდან ერთი თვე გავიდა. ქართველი ექიმი კვლავ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება და მისი გათავისუფლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და ახლობლები საპროტესტო აქციას ჟენევის მოლაპარაკებების პარალელურად როგორც ჟენევაში, ასევე თბილისში, გაეროს ოფისთან გეგმავენ.
ისინი დისკუსიებში მონაწილე მხარეებს ყველა ბერკეტის მაქსიმალურად გამოყენებისკენ, საქართველოს მთავრობას კი უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
"ყველას ვისაც ხელეწიფება პრობლემის მოგვარება, თუნდაც საერთაშორისო დონეზე უნდა ჩაერიონ და ეს უკანონოდ დაკავებული ადამიანი დაუბრუნონ ოჯახს და მეგობრებს,"-განაცხადა ოჯახის მეგობარმა ნინო კაკაბაძემ.