მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქების სისტემას, უმრავლესობა პოზიტიურად არ უყურებს, თუმცა ამბობენ, რომ ამ თემაზე გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს.
პარალელურად საპარლამენტო უმრავლესობა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ბიუროზე დარეგისტრირებულ ე.წ. გერმანულ მოდელზეც მსჯელობს.
როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, მრავალმანდატიან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უსამართლობის განცდა უჩნდება.
"რაც შეეხება კონკრეტულად ამ შემოთავაზებას მრავალმანდატიან სისტემასთან დაკავშირებით, გვაქვს კონსულტაციები, თუმცა უსამართლობის განცდას მიჩენს ის, რომ ადამიანებმა შესაძლოა ერთი და ორი რაიონიდან ხმა მისცენ ერთ პიროვნებას, თუმცა ზოგადი პროპორციული დათვლით ეს ადამიანი მაინც ვერ მოხვდეს საქართველოს პარლამენტში," - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა ქვეყნის წინაშე მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა.
"განვიხილეთ კანონპროექტი, რომელიც ოპონენტებმა შემოგვთავაზეს. რატომღაც ამის მონათვლა ისე უნდათ, თითქოს ბოქლომა ადამიანების განპირობებულია ამ კანონპროექტის განხილვა, არადა ეს არის პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე უბრალოდ," - განაცხადა გია ვოლსკიმ.