24 აპრილი 2024,   00:14
ვრცლად
ასამბლეამ ე.წ. ტრიოს პროცესი დაამტკიცა, რომელშიც მოწინავე სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო შედის"-კუბილიუსი

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის შემაჯამებელი სესიას დილიდან განახლდა. 

ასამბლეა ცნობილი ტრავმატოლოგის ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს.

ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებას განიხილაეს, ევროპარლამენტარები საარჩევნო სისტემის გარშემო ხელისუფლებას და ოპოზიციას ისევ დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ანდრიუს კუბილიუსი აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროექტია.

"​აღმოსავლეთ პარტნიორობა ეს არის ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროგრამა. აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეას წარმატებული შეხვედრები აქვს თბილისში. ჩვენს კომიტეტებს სხვადასხვა თემის შესახებ ჰქონდათ ანგარიშები წარმოდგენილი. მივიღეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური პროგრამის გრძელვადიან პერსპექტივას გულისხმობს.

ასამბლეამ ე.წ. ტრიოს პროცესი დაამტკიცა, რომელშიც ის მოწინავე სახელმწიფოები შედიან როგორიცაა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი ამ სახელმწიფოებს ახალ შესაძლებლობებსა და თანამშრომლობის ახალ სივრცეებს სთავაზობს," - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

დღის ამბები