25 აპრილი 2024,   15:13
ვრცლად
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა

30 წლის ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის, ლიგა ენდესის მე-12 ტურის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

ქართველი კალათბურთელის შესანიშნავი თამაშის წყალობით "იბეროსტარმა"  "მურსია" 87-78 დაამარცხა. შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 30 წუთი დაჰყო. მან საკუთარ გუნდს 25 ქულა შესძინა, 5 მოხსნა განახორციელა, 2 გადაცემა და 1 ჩაჭრა შესარულა.

გიორგი შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 38 იყო.

დღის ამბები