18 აპრილი 2024,   15:00
ვრცლად
პოლიტიკოსებს გაქვთ შანსი, საარჩევნო კანონთან დაკავშირებით სიტუაცია გამოასწოროთ - ევროპარლამენტის დეპუტატი

ევროპარლამენტის დეპუტატმა ივან კრულკომ ევრონესტის სესიის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე ისაუბრა.

კრულკომ აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის  წევრების მიერ უმრავლესობის დატოვება პრობლემებზე მიანიშნებს, თუმცა პოლიტიკოსებს სიტუაციის შეცვლის შესაძლებლობა აქვთ.

"უკრაინაში ორი რევოლუციის აქტივისტი ვიყავი და მესმის, რას ნიშნავს ქუჩაში დგომა. მნიშვნელოვანია, რომ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის შესაძლებლობა ყველას ჰქონდეს. პოლიტიკოსი ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ნდობა შენარჩუნდეს.

თუ რაიმე გადაწყვეტილება მიღებულია, პოლიტიკოსი იღებს ამ გადაწყვეტილების შესრულების პასუხისმგებლობას. მნიშვნელოვანია, რომ ეს პოლიტიკოსებს ახსოვდეს. როცა პარლამენტის 12-მა წევრმა კოალიცია დატოვა, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მოხდა, მაგრამ თქვენ პოლიტიკოსებს გაქვთ შესაძლებლობა,  გამოასწოროთ სიტუაცია. გაქვთ შანსი დიალოგის, თანამშრომლობის და, ასევე, შანსი იმისა, რომ საარჩევნო კანონთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღოთ,"- განაცხადა ივან კრულკომ.

დღის ამბები