20 აპრილი 2024,   01:51
ვრცლად
დამოუკიდებელი დეპუტატები მოსამართლეების სიის ჩაგდებას ითხოვენ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ მთავრია,  პარლამენტმა  ჯალათი მოსამართლეების არჩევა არ დაუშვას. 

"ჩვენი ამოცანაა და ყველაზე მთავარი მიზანია, რომ არც ერთი ის ჯალათი მოსამართლე, იმ წარსულის ცუდი საქმეების გამკეთებელი ადამიანები არ აირჩიოს ამ პარლამენტმა," - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

როგორც პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე ამბობს, მოსამართლეების კენჭისყრის სხდომას ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ. ლევან კობერიძე, ასევე, სახალხო დამცველს მოუწოდებს მათ პოზიციას შეუერთდეს. 

"ჩვენ ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ იმ კონკრეტულ სხდომას. "ქართული ოცნება" უნდა დავტოვოთ მარტო უკვე თავის კლანის მოსამართლეებთან, რომლებიც გადმოიბარა ადეიშვილ-სააკაშვილისაგან. სია, დიდი ხანია უკვე ვამბობ, რომ მთლიანად უნდა ჩავარდეს. სახალხო დამცველს მოვუწოდებ, რომ შემოუერთდეს ამ ჩვენ პოზიციას, რომ სია მთლიანად ჩავარდეს და ნუ მისცემს საშუალებას "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაცია მისცეს მისი განცხადებებით, რომ რამდენიმე კანდიდატი ავირჩიოთ და არა ყველა," - აცხადებს ლევან კობერიძე. 

დღის ამბები