24 აპრილი 2024,   16:53
ვრცლად
"ქართული ოცნება" მარტოა ქვეყანაშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც - გიგი უგულავა

ევრონესტის წევრების მიერ საქართველოს პოლიტიკური სიტუაციის შეფასებას, როდესაც მათ პოლიტპატიმრებსა და პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრეს, ოპოზიცია გამოეხმაურა.

"ევროპული საქართველოს" წევრის, გიგი უგულავას თქმით, "ქართული ოცნება"  როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, მარტო დარჩა. 

"მთელი მსოფლიო საუბრობს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, რომელსაც ივანიშვილი არ ცნობს. მთელი მსოფლიო საუბრობს, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით აპატიმრებენ ადამიანებს, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ, მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილი არ იღებს ამას. ივანიშვილი და "ქართული ოცნება" მარტოა აქ, საქართველოში და საერთაშორისო ასპარეზზეც. ანუ, ეს არის აბსოლუტური იზოლაცია,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლას ყველა ხედავს.

"ყველა ხვდება, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები ძალიან დიდი ნაბიჯებით მიდის უკან და ივანიშვილი ამყარებს დიქტატორულ რეჟიმს ქვეყანაში. სწორედ ეს იგულისხმება, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები და ათეულობით პოლიტპატიმრის სია გადაეცათ ევროპარლამენტარებს იმ ხალხის, რომლებიც დააკავეს 20-21 ივნისი აქციების დროს.

გადავავლოთ თვალი რამდენი ჩვენი თანამებრძოლია დღეს გამომწყვდეული საკანში და რამდენი სამართალდამცველია დაკავებული, რომელმაც გადაამეტეს საკუთარ უფლებებს და დაასახიჩრეს ჩვენი ახალგაზრდები,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები