20 აპრილი 2024,   06:59
ვრცლად
გუნდში მოსამართლეობის 3-4 კანდიდატის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაა - ანრი ოხანაშვილი

მმართველ გუნდში წინასწარ ღიად აცხადებენ, რომ 19 კაციან სიაში არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც მათ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ.

თუმცა უმრავლესობა ასევე ხაზს უსვამს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და ამბობს, რომ ის იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ გუნდში მოსამართლეობის 3-4  კანდიდატის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაა და შესაბამისად, 19-ვე კანდიდატის მხარდაჭერა თითქმის გამორიცხულია.

"ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ დემოკრატიული რეფორმები, მხარს არ უჭერენ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას მაშინ, როდესაც საერთაშორისო პარტნიორებმა ეს რეფორმა შეაფასეს, როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და კონსესუსზე დაფუძნებული წარმატებული რეფორმა," -  განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოპოზიციის მხრიდან სასამართლო რეფორმაზე პრეტენზიების გამოთქმას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მართებულად არ მიიჩნევს. ის ამბობს, რომ როგორც ერთი რიგითი დეპუტატი კენჭისყრის დროს კარგად გაიაზრებს, ვის დაუჭერს მხარს.

"იმ ოპოზიციის მხრიდან, რომელმაც თითიც კი არ გაანძრია მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყო სასამართლო რეფორმის კუთხით და უფრო მეტიც, მათ პირდაპირ დაუმონეს პროკურატურას სასამართლო. ამ ადამიანების მხრიდან დღეს ვიღებთ პრეტენზიებს.

მეც რა თქმა უნდა როგორც ერთი დეპუტატი და ერთი მოქალაქე პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის, ძალიან კარგად გავიაზრებ ვის დავუჭერ და ვის არ დავუჭერ მხარს," - აღნიშნა სოფო კილაძემ.

დღის ამბები