25 აპრილი 2024,   03:29
ვრცლად
ფოთში პედაგოგებს 14 დეკემბერს "ოცნების" მიერ დაგეგმილ აქციაზე წასვლას აიძულებენ - "ნაციონალური მოძრაობა"

ფოთის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, რომ პედაგოგებს აიძულებენ, 14 დეკემბერს "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ აქციაზე წავიდნენ. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასწავლებლებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

მოგვიანებით ცხვიტარია რესურსცენტრში მივიდა  და უწყების ხელმძღვანელს, გოჩა ქორქიას სთხოვა, პროცესში არ ჩარეულიყო.

ქორქიამ ბრალდება უარყო და განაცხადა რომ მისთვის აქციაში მონაწილეობისთვის პედაგოგების მობილიზაცია არავის დაუვალებია. ის აღნიშნავს, რომ მასწავლებელი არჩევანში თავისუფალია, თავად კი ყოველგვარ ძალდატანებას ემიჯნება. 

დღის ამბები