20 აპრილი 2024,   03:00
ვრცლად
"ელ კლასიკო" შესაძლოა კიდევ ერთხელ გადაიდოს

ბარსელონა-რეალის საფეხბურთო დაპირისპირება, შესაძლოა, კიდევ ერთხელ გადაიდოს.

კატალონიური მოძრაობა "დემოკრატიული ცუნამი" მიმართვას ავრცელებს, რომლის მიხედვით მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ "ელ კლასიკოს" წინ  "ნოუ კამპთან" მიტინგს შემოუერთდეს.

"განსაკუთრებულ სიტუაციაში განსაკუთრებულად უნდა მოიქცე. მოგიწოდებთ, მოხვიდეთ მიტინგზე 18 დეკემბერს "კამპ ნოუს" რაიონში" - ნათქვამია განცხადებაში.

წლის ცენტრალური დაპირისპირება 18 დეკემბრს გადაიტანეს, წინა თარიღი კი 26 ოქტომბერი იყო და სწორედ მასობრივი მიტინგების გამო უსაფრთხოების თვალსაზრისით გადაიდო. მოძრაობამ შეკრების ოთხი წერტილი დაასახელა, რომელმაც შესაძლოა მაყურებლების არენაზე შესასვლელები დაბლოკოს.

დღის ამბები