20 აპრილი 2024,   06:35
ვრცლად
საავტორო უფლებების დარღვევა 2020 წლიდან კიდევ უფრო გამკაცრდება

მუსიკის კონტროლი, კომერციული მიზნებისთვის შემოქმედებითი მემკვიდრეობის გამოყენება და საავტორო უფლებების დარღვევა, 2020 წლიდან კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება.

საავტორო უფლებამფლობელთა ორგანიზაცია "გერა", რომელშიც 300-მდე ავტორი და შემსრულებელია გაწევრიანებული, მუსიკალურ პროდუქციაზე საავტორო უფლებებს ფლობს. კომერციული ობიექტები, რომლებიც ამ კომპანიასთან შეთანხმების გარეშე გამოიყენებენ მუსიკას, პასუხისგება სასამართლოს გზით მოუწევთ. 

"საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია", რომელიც განსაკუთრებულ ექსკლუზიურ უფლებებს ფლობს და Warner Music-სა და Sony Music Entertainment-თან თანამშრომლობს, უფლებამოსილია 10-მილიონიანი კატალოგებში შემავალი ავტორების მუსიკის გამოყენების, მათ შორის - ქართველი ავტორებისა და შემსრულებლების.

მუსიკალური პროდუქციის გამოყენებაზე უფლების მისაღებად ხელშეკრულებები თეატრებმა, ტელევიზიებმა, რადიოსადგურებმა, ქსელურმა და საცალო მარკეტებმა, სავაჭრო ობიექტებმა, ჰორეკას ქსელის წარმომადგენლებმა უნდა გააფორმონ. ამ ობიექტებში როზუმ ბოქსების დაყენებით არტისტი გაიგებს, თუ რამდენჯერ, როდის და სად გამოიყენეს მისი მუსიკა, რის შემდეგაც, ავტორები შესაბამის ჰონორარებს მიიღებენ. 

ქეთათო მეფის მუსიკის დასაცავად და ინტელექტუალური საკუთრების შეუთანხმებლად გამოყენებას, პირადად და უფლებამფლობელთა კონტროლის მიხედვით ახორცილებს. კომერციულ ობიექტებში ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედების უნებართვოდ გაჟღერების შემდეგ მათ, ექსკლუზიური უფლებების მქონე ორგანიზაციასთან ჯარიმის გადახდა მოუწევთ. 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი.

დღის ამბები