25 აპრილი 2024,   08:02
ვრცლად
ჟენევის მოლაპარაკებები - დღეს 50-ე რაუნდის მთავარი შეხვედრები დაიწყება

რამდენიმე საათში ჟენევაში, საერთშორისო დისკუსიების 50-ე, საიუბილეო რაუნდის მთავარი შეხვედრები დაიწყება. გუშინ მხარეებმა ტექნიკური საკითხები განიხილეს.

ყველაზე მეტი ყურადღება ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გამო შექმნილ რთულ ვითარებაზე გამახვილდება. მთავარ მოთხოვნად  ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რჩება.

რუსული მხარის წარმომადგენელმა ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევასთან დაკავშირებით ცინიკური კომენტარი გააკეთა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით,  ექიმი  რუსეთის ტერიტორიაზე არ იმყოფება, ამიტომ მას მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

დღის ამბები