20 აპრილი 2024,   17:59
ვრცლად
პოლიტიკური კრიზისები და საზოგადოების იმედგაცრუება - EMC 2019 წელს "ოცნების" მმართველობის ყველაზე რთულ პერიოდად მიიჩნევს

EMC-ის შეფასებით 2109 წელი ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მხრივ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და პანკისის ხეობაში კრიზისული იყო.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი თითქმის დასრულებულ წელს "ქართული ოცნების" მმართველობის ყველაზე რთულ პერიოდად მიიჩნევს, რომელმაც პოლიტიკური კრიზისები და საზოგადოების იმედგაცრუება კიდევ უფრო გააღრმავა.

შეკრების თავისუფლების უხეში ხელყოფა, პოლიციის მხრიდან შეკრების მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტება, არასათანადო გამოძიება, პროკურატურისა და სასამართლოს პოლიტიზირების ტენდენცია, პოლიტიკური ოპონენტების დაუსაბუთებელი დევნა, მედიის შევიწროება და სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანის გავლენების ზრდა - ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს.

დღის ამბები