25 აპრილი 2024,   05:40
ვრცლად
სექსუალური ძალადობის ბრალდება - თბილისის საკრებულოს დეპუტატის საქმეზე დღეს სასამართლო სხდომა განახლდება

თბილისის საკრებულოს დეპუტატის საქმეზე დღეს სასამართლო სხდომა განახლდება. ცნობილი უნდა გახდეს, რა პასუხი ექნება სასამართლოს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

წინა სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა დააყენა.

ილია ჯიშკარიანს სექსუალური ხასიათის ქმედებასა და ცემაში ადანაშაულებენ. დეპუტატი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ბრალდებას უარყოფს.  

დღის ამბები