24 აპრილი 2024,   07:03
ვრცლად
გიგი უგულავას სასამართლო პროცესი დღეს დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება

გიგი უგულავას სასამართლო პროცესი დღეს დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე საბუთების გაყალბებასა და თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. ამ საქმესთან დაკავშირებით უგულავას 9 თვიანი პატიმრობა უკვე მოხდილი აქვს. დაცვის მხარე საქმის პოლიტიკურ მოტივებზე ამახვილებს ყურადღებას.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, ეს არის საქმე, რომელიც გიგი უგულავას თავისუფლების აღსაკვეთად ინსტრუმენტად გამოიყენეს.

"განახლდება მტკიცებულებათა გამოკვლევა, დაცვის მხარის მოწმე გამოიკითხება, რომელიც დაადასტურებს, რომ გიორგი კაპანაძის ჩვენება, თითქოს გიგი უგულავა ესაუბრებოდა მას რაიმე თანხაზე და მადლობას უხდიდა, არის ტყუილი. ეს არის საქმე, რომელზეც გიგის 9 თვიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, რასთან დაკავშირებითაც არაერთი ევროპარლამენტარის განცხადება არსებობს, რომ ის იყო პოლიტიკურ პატიმრობაში, რასთან დაკავშირებითაც შემდგომში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს და საყოველთაო კონსენსუსი იყო, რომ ეს საქმე იქნა ინსტრუმენტად გამოყენებული გიგის თავისუფლების აღსაკვეთად," - აცხადებს ბექა ბასილაია.

დღის ამბები