25 აპრილი 2024,   16:51
ვრცლად
აუცილებელია გავლენის მოხდენა და ჩარევაც ინტერნეტში - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოსა და კავკასიის მეცნიერებების შემსწავლელი საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, გარდა ჯარზე გაკეთებული განცხადებისა, რომელიც საზოგადოების მხრიდან სკანდალურად შეფასდა, სალომე ზურაბიშვილმა იმ შეზღუდვებზეც ისაუბრა, რომელიც მისი აზრით, იმ ავტორებს უნდა დაუწესდეთ, რომლებიც საქართველოზე წერენ.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ასევე აუცილებელია გავლენის მოხდენა და ჩარევაც ინტერნეტში და მოსაფიქრებელია ამის ფორმები:

"მსოფლიოსთვის ჩვენ სადღაც დავიკარგეთ, ის უცხოელები, რომლებიც დღეს წერენ საქართველოზე ან არიან უარყოფით დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ ანდა არ აქვთ ის ცოდნა და კომპეტენცია. ყველა თავის თავს ნებას აძლევს, რომ საქართველოს შესახებ რაღაცა წეროს, ისე რომ არავინ მას არ მისცა ლეგიტიმაცია რომ დაწეროს საქართველოს შესახებ. ეს არ არსებობს არცერთ სხვა ქვეყნის მიმართ.

ჩვენ უნდა უფრო კარგად ვმართოთ ის, რაც არის დღევანდელი რეალობა, ანუ სოციალური ქსელები, ინტერნეტი, იმიტომ რომ იქ იბეჭდება ჩვენს შესახებ ყველაფერი და არაფერი და ეს ხდება ჩვენს გარეშე და ამაზე მხოლოდ, თუ ერთად მოვახდენთ იმ გავლენას და ჩარევას რაც აუცილებელია, ამაზე უნდა მოფიქრებული იყოს ფორმები,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები