19 აპრილი 2024,   22:21
ვრცლად
მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე სხვა რაღაცას გულისხმობდა - სოფო კილაძე პრეზიდენტის განცხადებაზე

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჯართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ სალომე ზურაბიშვილი სხვა რამეს გულისხმობდა.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, გვყავს ჯარი, ჩვენი შეიარაღებული ძალები, რომლის იმედიც გვაქვს ჩვენი სამშობლოს დაცვისთვის. მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე სხვა რაღაცას გულისხმობდა, ალბათ იმის თქმა უნდოდა, რომ ჩვენი ხსნა, ჩვენი მთავარი მიმართულება არის განათლება, მეცნიერება. ამას გულისხმობდა ალბათ," - განაცხადა სოფო კილაძემ.

სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ხმაურიანი და სკანდალური განცხადება გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის მთავარსარდლის განცხადებით, "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი."

დღის ამბები