20 აპრილი 2024,   15:21
ვრცლად
"როდის გათავისუფლდება ვაჟა გაფრინდაშვილი?" - ”რუსთავი 2”-ის კითხვას მურატ ჯიოევმა დუმილით უპასუხა

როდის გათავისუფლდება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი? - ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის ამ კითხვას, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა დუმილით უპასუხა. ჟენევაში დღეს მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის მთავარი შეხვედრა იწყება, სადაც აქცენტი ქართველი ექიმის გათავისუფლების მოთხოვნაზე გაკეთდება.

დიალოგის დაწყებამდე კომენტარი, არც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ გააკეთა. ქართული დელეგაცია კი აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე პარტნიორების უპრეცედენტო მხარდაჭერა არსებობს.

დღის ამბები