16 აპრილი 2024,   21:48
ვრცლად
აჭარის მთავრობის სახლთან სოფელ მარადიდის მოსახლეობა აქციას მართავს

აჭარის მთავრობის სახლთან სოფელ მარადიდის მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

საქმე ეხება მდინარე ჭოროხზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას, რის გამოც ადგილობრივებს ექსპროპრიაციის წესით მიწის ნაკვეთები და უძრავი ქონება ჩამოერთმევათ. ჰესს თურქული კომპანია აშენებს, რომელმაც მოსახლეობასთან კომპენსაციების თაობაზე შეთანხმება ვერ მოახერხა. 

ისინი კომპენსაციის გაზრდას ითხოვდნენ, რის შემდეგაც ეკონომიკის სამინისტრომ სოფელ მარადიდში 34 ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების ექსპროპრიაციის წესით ჩამორთმევა გადაწყვიტა.

"მოსახლეობა არაა წინააღმდეგი პროექტის განხორციელების, მაგრამ მათ არავინ არ ესაუბრება, თურქულმა კომპანიამ მოილაპარაკა ხელისუფლებასთან და ფასებიც მათ დაადგინეს,"-განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.

აქციის მონაწილეები გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. მოსახლეობის პრეტენზიებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა. თორნიკე რიჟვაძის განაცხადებით, საკითხს შეისწავლიან.

დღის ამბები