17 თებერვალი 2020,   17:15
ვრცლად
გააკეთებენ იმას, რასაც ეტყვის ერთი კერძო პირი ბატონი ივანიშვილი - ნიკა მელია

ნიკა მელია მისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხს ეხმაურება. კენჭისყრა ხვალ არის ჩანიშნული. 

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თქმით, ხვალ ჩანიშნულ კენჭისყრაში პარლამენტი იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც ბიძინა ივანიშვილის სურვილი იქნება.

ნიკა მელია მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილება უკანონო იქნება, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებას არ ელოდებიან.

"გააკეთებენ იმას, რასაც ეტყვის ერთი კერძო პირი ბატონი ივანიშვილი, მაგრამ სრულიად უკანონო იქნება - ისინი არ აცდიან ზემდგომ ინსტანციებს გამოიტანონ გადაწყვეტილება და მეორეც - საქალაქო სასამართლომაც ჯერჯერობით სასამართლო გადაწყვეტილება ვერ დაწერა, არ დაწერა, ანუ 16 ან 17 დეკემბერს იქნება სასამართლო გადაწყვეტილება, ანუ განაჩენი.

ანუ რა, მერე პარლამენტში რომ არ ვიქნები ამით ან მათ რა დააკლდებათ ჩემგან, ან მე რა დამაკლდება?!" - განაცხადა ნიკა მელიამ.

რეგლამენტის გათვალისწინებით, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

დღის ამბები