25 აპრილი 2024,   02:26
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი არის რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი იარაღი საქართველოში - გიორგი ვაშაძე

პოლიტიკურ გაერთიანება "ახალ საქართველოში" პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურებიან.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მთავარსარდლის პოზიცია რუსულ ინტერესებს ემსახურება და მიზანი საზოგადოებაში ნიჰილიზმის დანერგვაა.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" სახელით საუბრობს. ის ამბობს, რომ ივანიშვილმა ზურაბიშვილი ძალადობით, დაშინებითა და მასობრივი მოსყიდვით დასვა პრეზიდენტის სკამზე.

"სალომე ზურაბიშვილი არის რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი იარაღი საქართველოში, რომლის მიზანია ქვეყანაში ნიჰილიზმის დანერგვა, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი პერსპექტივა და საქართველოს რუსულ ორიენტაციაზე გადაყვანა. ის ამას აკეთებდა მაშინ, როცა მან თქვა, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ის ამას აკეთებდა მაშინ, როცა ზვიად გამსახურდიაზე საუბრობდა როგორც დიქტატორზე, რომლის დამხობასაც ამყარებდა და ამართლებდა თავიდან ბოლომდე.

ახლა მთავარი უნდა ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისი სახელით კი არ საუბრობს, ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" სახელით საუბრობს, რომლებმაც სწორედ ძალადობით, დაშინებით, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით, მასობრივი მოსყიდვით დასვეს ეს ქალბატონი საკუთარ სკამზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ახლა "ქართული ოცნება" დაიწყებდა იმპიჩმენტის პროცედურას," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები