22 იანვარი 2020,   09:21
ვრცლად
ილია ჯიშკარიანის დაცვის მხარის 22 მტკიცებულება სასამართლომ დაუშვებლად ცნო

თბილისის საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის დაცვის მხარის 22 მტკიცებულება დღეს სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში თამთა თოდაძის საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო პროცესი გაიმართა.

"რუსთავი 2"-თან საუბრისას თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა ამბობს, რომ სასამართლომ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის მოტივაციად მისი კანონის არსებითი დარღვევით მოპოვება დაასახელა.

საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 25 დეკემბერს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. 

პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად 8 ოქტომბერს ცნო, ხოლო დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა.

დღის ამბები