20 აპრილი 2024,   15:28
ვრცლად
ბრიტანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

დიდ ბრიტანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. გამარჯვების იმედი აქვს მოქმედ პრემიერ ბორის ჯონსონს, რომელიც არჩევნების გამო 12-13 დეკემბერს ევროკავშირის სამიტს არ დაესწრება.

ჯონსონის პროგნოზს ამართლებს წინასწარი გამოკითხვებიც, რომელთა მიხედვითაც "კონსერვატორებს" ამომრჩეველთა 42 პროცენტი უჭერს მხარს, "ლეიბორისტებს" - 30, "ლიბერალ-დემოკრატებს" -12, "ბრექსითის პარტიას" კი ამომრჩეველთა მხოლოდ 3 პროცენტი.

ვადამდელი არჩევნები ჯონსონის ინიციატივით მას შემდეგ დაინიშნა, რაც საკანონმდებლო ორგანომ ბრექსიტის შესახებ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება არ დაამტკიცა.

დღის ამბები