23 აპრილი 2024,   17:12
ვრცლად
შეუწყდება თუ არა სადეპუტატო მანდატი ნიკა მელიას - საკითხს დღეს პარლამენტშიგანიხილავენ

პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს, რომელიც იურიდიული კომიტეტის პარალელურად გაიმართება. საკითხი მოგვიანებით ბიუროზე დარეგისტრირდება, შემდეგ კი სესიაზე კენჭს უყრიან.

თავად ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ მანდატს ჩამოართმევენ. როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, შექმნილ ვითარებაში საკითხის განხილვას მათ რეგლამენტი ავალდებულებს.

მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას არ ეთანხმებიან დამოუკიდებელი დეპუტატები.

 

დღის ამბები