18 აპრილი 2024,   17:08
ვრცლად
მარჯანიშვილზე დაჭრილი მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი მამა-შვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გარდა ამისა, დაკავებულია პირი, რომელმაც მამა-შვილი დაჭრა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 38 წლის მამაკაცმა 11 დეკემბერს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა ორი პირი და ადგილიდან მიიმალა.

მის წინააღმდეგ საქმე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მიმდინარეობს.

დღის ამბები