20 აპრილი 2024,   10:39
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეები გადმოიფორმა - ლევან გოგიჩაიშვილი

"დღეიდან  "ქართული ოცნება" ჩვეულებრივი პარტიაა, რომელსაც აქვს უზურპირებული ხელისუფლება და ბევრით არაფრით განსხვავდება მისი წინამორბედისგან" - ეს განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, იურიდიულ კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის მხარდაჭრის შემდეგ გააკეთა.

ლევან გოგიჩაიშვილმა მოსამართლეთა კანდიდატების საკომიტეტო რეკომანდაციას სამარცხვინო გადაწყვეტილება უწოდა.

"დღეს "ქართულმა ოცნებამ" გადმოიფორმა სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეები პირდაპირი მნიშვნელობით. დღეიდან "ქართული ოცნება" არის ჩვეულებრივი პარტია, რომელსაც აქვს უზურპირებული ხელისუფლება, ბევრით არაფრით განსხვავდება მისი წინამორბედისაგან. ეს ორპოლუსიანობა - "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" დასამთავრებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები ჩვენს სახელმწიფოს გადაჩეხავენ. აღარაფერი წმინდა არ დარჩა "ქართულ ოცნებას", გაბინაშვილის, ჩინჩალაძის და ადეიშვილის პარტიაა "ქართული ოცნება", ესაა სამარცხვინო,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა მხარი: მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი , ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე და ალექსანდრე წულაძე.

კომიტეტმა ჩააგდო და რეკომენდაცია არ გაუწია უვადო მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს: თამარ ალანია, გოჩა ჯეირანაშვილი, ლაშა ქოჩიაშვილი, ზაზა თავაძე, შოთა გეწაძე და პაატა სილაგაძე.

დღის ამბები