24 აპრილი 2024,   14:17
ვრცლად
"არ უნდა შეფერხდეს უზენაესი სასამართლოს მუშაობა" - მამუკა მდინარაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის იურიდიული კომიტეტის რეკომდენდაციას, "ქართული ოცნებაში" აფასებენ.

უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის პოზიციაა, რომ  სასამართლოს მუშაობა არ უნდა შეფერხდეს. 

"უმრავლესობის პოზიციაა, რომ არ უნდა შეფერხდეს უზენაესი სასამართლოს მუშაობა, როცა მოსამართლეთა სიმცირის გამო, 6 ათასი საქმე თაროზეა შემოდებული და განუხილველი.

უნდა ამუშავდეს ეს ინსტიტუტი და რაოდენობამ, არ უნდა ჩაყლაპოს საქმე. ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს რომელიღაც კანდიდატი, ან პრეტენზიები ჰქონდეს მათთან, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ოპტიმალურად ავირჩიოთ მოსამართლეები.

იურიდიულ კომიტეტეზე სურათი დაახლოებით გამოიკვეთა, უნდა მოვძებნოთ კომპრომისი და უნდა ვუზრუნველყოთ, რომ უზენაესმა სასამართლომ შეძლოს გამართული ფუნქციონირება,"- განაცხადა უმრავლეობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები