18 აპრილი 2024,   14:11
ვრცლად
თუ ვარდენას არ უნდოდა უდიპლომო სასიძო, როგორ უნდა "ოცნებას" უდიპლომო მოსამართლე - ანა დოლიძე

"6 კანდიდატის ჩაგდება ცოტა არ არის. ჩვენ დიდი ზიანი მივაყენეთ ამ პროცესს" - აგანცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ "კურიერთან" საუბრისას.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, სამოქალაქო საზოგადოება სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

გარდა ამისა,ანა  დოლიძეს აქვს მოლოდინი, რომ პლენარულ სხდომაზე მოსამართლეობის 14 კანდიდატიდან კიდევ რამდენიმე ჩავარდება.

"პირველ რიგში ყველა ადამიანს, რომელიც საქართველოს მომავალს გულშემატკივრობს, მინდა ვუთხრა, რომ დღეს აქ არ არის 20 კანდიდატი და არის 14 კანდიდატი, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება. 6 კანდიდატის ჩაგდება ცოტა არ არის. ჩვენ დიდი ზიანი მივაყენეთ ამ პროცესს. ეს 6 კანდიდატიც გაპარპაშდებოდა უზენაეს სასამართლოში რომ არა ჩვენ. პროცესს გამოეთიშნენ ის ადამიანები, რომელთა სახელიც დაკავშირებულია სერიოზულ პოლიტიკურ საქმეებთან და დღეს, ჩვენ ისინი პროცესიდან მოვხსენით. 14 ადამიანი რომ გავიდა, ეს ჩვენთვის სამწუხაროა და მათი სახელი და გვარები არის იმ პარლამენტის წევრების ნამუსზე, რომელთაც ამ სიას მწვანე აუნთეს.

შესაძლებელია, რომ სესიაზე კიდევ რამდენიმე კანდიდატი ჩავარდეს და ოცნებამ თქვას,რომ ის ასრულებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას. მაგრამ, აქ ბრძოლა ასევე იქნება იმაზე, თუ ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ანუ ვინ გააკონტროლებს უზენაეს სასამართლოს, ეს იქნება  გიორგი მიქაუტაძე, თუ შალვა თადუმაძე. მინდა გითხრათ, რომ ქართული სამართლისთვის ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი, თუ უდიპლომო მოსამართლე გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. დღეს კარგად ითქვა აქ, თუ ვარდენას არ უნდოდა უდიპლომო სასიძო, როგორ უნდა "ქართულ ოცნებას" უდიპლომო მოსამართლე. ჩვენ სასამართლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ," - განაცხადა ანა დოლიძემ. 

 

 

დღის ამბები