24 აპრილი 2024,   21:47
ვრცლად
ვოლსკის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პლენარულ სხდომათა დარბაზი მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც დარბაზში ოპოზიციის წევრები ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება წინასწარ დადგმული იყო.

"ქალბატონები შემოვიდნენ "ნაცმოძრაობის" წევრები, ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია. მე არ შემიმჩნევია არაფერი მაგრამ დაემთხვა ისე, რომ არასასიამოვნო სუნი დადგა. შემდეგ გავიდნენ და ჰაერს წმენდენ ახლა. მე მგონია, რომ დადგმული იყო წინასწარ," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში უსაფრთხოების მიზნიდან გამომდინარე 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში უცნობი ნივთიერება დაასხეს.

დღის ამბები