26 აპრილი 2024,   00:30
ვრცლად
ენძელა მაჭავარიანი პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ, შეუძლოდ გახდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ, შეუძლოდ გახდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მკვეთრ სუნზე ალერგიული შეტევა აქვს.

"არ ვიცი, ცუდი სუნი იყო, ზოგადად მაქვს სუნებზე... გარეთ რომ გამოვედი, მერე გავხდი ავად. მე ირმა ნადირაშვილი არ დამინახავს და ლელა ქებურია დავინახე. თუ დაასხეს რამე არ დამინახავს," - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში უსაფრთხოების მიზნიდან გამომდინარე 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში უცნობი ნივთიერება დაასხეს.

დღის ამბები