25 აპრილი 2024,   04:47
ვრცლად
დღეს ვნახეთ დეპუტატები, რომლებმაც სინდისზე თქვეს უარი - გიორგი მშვენიერაძე

"არა უვადო მოსამართლეებს", "კლანი უნდა წავიდეს", "ვიმსახურებთ სამართლიან სასამართლოს" - პარლამენტთან არასამთავრობო ორგანიზაციები აქციას მართავენ.

მესამე სექტორის წარმომადგენლებს, ბანერები რუსთაველის გამზირის ორივე მხარეს აქვთ გაშლილი. 

"ჩვენ ყველაფერი ვცადეთ იმისთვის, რომ პარლამენტში მიმდინარე უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესი ყოფილიყო კონსტრუქციული და ისეთი, როგორიც შეფერის დემოკრატიულ სახელმწიფოს, თუმცა, გამჭვირვალე პროცესის საბოოლო შედეგად მივიღეთ, რომ პარლამენტმა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ყველაზე არაკვალიფიციურ და არაკეთილსინდისიერ ადამიანებს დაუჭირა მხარი. 

ჩვენ ვნახეთ გამჭვირვალე პროცესი, არაკომპეტენტური და ღირსების ნაკლებობის მქონე კანდიდატები, რომლებიც მარტივ სამართლებრივ კითხვებს ვერ პასუხობდნენ და დღეს ვნახეთ დეპუტატები, რომლებმაც სინდისზე თქვეს უარი და მხარი დაუჭირეს ამ კანდიდატებს. 

ჩვენ გვჭირდება ისეთი სასამართლო, რომელიც სამართლიანობას მოუტანს ჩვენ ქვეყანას, სანაცვლოდ კი ვიღებთ უვადო უსამართლობას. პარლამენტში ვინც არიან დეპუტატები, გაიხსენონ, რომ ეს მოსამართლეები მათი შვილების მოსამართლეებიც იქნებიან, და ნუ გაწირავენ ქვეყანას უსამართლობისთვის,"- განაცხადა "კურიერთან" არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული ინიციატივა" თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ. 

დღის ამბები