20 აპრილი 2024,   14:03
ვრცლად
“ნაცმოძრაობას და არა მარტო ნაცმოძრაობას უნდა, რომ პროცესი გაჩერდეს" - მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის შესახებ საუბრობს.

მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის წევრების მოთხოვნა სიის ჩავარდნის თაობაზე, პირდაპირ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ქაოსი შეიქმნას. მამუკა მდინარაძე ოპონენტების განცხადებებს არ ეთანხმება და სასამართლო სისტემაში კლანის არსებობას უარყოფს. 

უმრავლესობის ლიდერის თქმით, ორი დღის წინ, სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილებები გამოაქვს. 

"ნაცმოძრაობას უნდა, სხვათა შორის, არა მარტო ნაცმოძრაობას, რომ გაჩერდეს პროცესი. ხომ თვითონ ამბობენ სია ჩააგდეთო. ანუ, არ ავირჩიოთ არც ერთი მოსამართლე, ანუ უზენაესი სასამართლო უნდა ჩამოიშალოს, ესეიგი სასამართლო ჩამოიშალოს და ესეიგი ქვეყანა ჩამოიშალოს. მიზანი ხვდებით რა არის? ამ ერთ ფაქტზე არის მთელი ჯაჭვი ლოგიკის, სასამართლო თუ ჩერდება, ჩერდება ქვეყანა და არის ქაოსი ქვეყანაში.

ამ დროს, ორი დღის წინ, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, ამ მიკროფონით, ლოგოთი რომ დადიოდნენ ადამიანები ამბობდნენ და მთელ ქვეყანას აჯერებდნენ და მათ ხელს უწყობდნენ აქეთ ვითომ ექსპერტები, ვითომ ენჯეოები და ნაცმოძრაობა, სკანდირებდა პირდაპირ ეთერში, რომ "რუსთავი 2" დაჩაგრა და გვარამია და ყარამანიშვილები დაჩაგრეს სასამართლოში. სტრასბურგმა გუშინწინ, საბოლოოდ ბეჭედი დაარტყა, ეს ყველაფერი იყო ტყუილი. ორი წლის განმავლობაში კამპანია იყო მთლიანად ტყუილი, არა ერთი-ორი რაღაც გამონათქვამი, ორწლიანი კამპანია. ორი წელი ატყუებდნენ საზოგადოებას.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

დღის ამბები