24 აპრილი 2024,   03:21
ვრცლად
წამლავენ ადამიანებს, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ - კილაძე მომხდარში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტში მომხდარ ინციდენტში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს. მისი თქმით, ცუდად გახდა 4 ადამიანი, ერთ მათგანს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. 

"ორი ქალბატონი დეპუტატი გახდა ცუდად, ასევე პარლამენტის აპარატის 2 თანამშრომელი.  ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" სახე, სხვა რა შეიძლება ამას ვუწოდოთ? შემოდიან წამლავენ ადამიანებს ისევ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს ადამიანური და პოლიტიკოსის საქციელია? დასავლურ პოლიტიკოსობაზე რომ დებენ თავს, პოლიტიკოსები ასე არ იქცევიან," - განაცხადა სოფო კილაძე.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა თავი შეუძლოდ იგრძნო. უმრავლესობის დეპუტატები მომხდარში ოპოზიციის დეპუტატებს ადანაშაულებენ, მათი თქმით, გაურკვეველი სითხე დარბაზში სწორედ მათ დაასხეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "სირცხვილიამ" აიღო.

 

 

დღის ამბები