23 აპრილი 2024,   11:41
ვრცლად
არ ვიღებ პასუხისმგებლობას პარლამენტში გავრცელებულ სუნზე - ირმა ნადირაშვილი

"ქოცებმა" საერთოდ გააფრინეს, ასე უაპელაციოდ ხელს იშვერენ ჩემკენ," - ამის შესახებ ევროპული "საქართველოს წევრმა" ირმა ნადირაშვილამ განაცხადა, რითაც ქართული ოცნების დეპუტატების ბრალდებებს გამოეხმაურა.

ნადირაშვილი უარყოფს, რომ პარლამენტში  გაურკვეველი ნივთიერება შეიტანა.

გარდა ამისა, დეპუტატი უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

"პირდაპირ ვაცხადებ, რომ არ ვიღებ პასუხისმგებლობას პარლამენტში გავრცელებულ სუნზე. ძალიან უხერხულია ასეთი განცხადებების გაკეთება, უპასუხისმგებლოა. არც კი მინდა რომ ამას სერიოზულად მივუდგე. არსებობს ვიდეოკამერების ჩანაწერები. გამოიძახეს ექსპერტ-კრიმინალისტები. როგორც მამუკა მდინარაძე ეთერიდან დამპირდა, მობრძანდეს და ბოდიში მომიხადოს. მას შემდეგ რაც გუშინ მოვისმინე, რომ გიგი უგულავამ ძიუდოისტი ცემა, ყველაფერი შეიძლება ამ შეშლილი ხელისუფლებიგან. ისინი ეჭიდებიან საკუთარ სკამებს," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

დღის ამბები