25 აპრილი 2024,   02:26
ვრცლად
"რატომ არ ველოდებით კასაციის გადაწყვეტილებას?"- ნატო ჩხეიძე ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ნატო ჩხეიძემ ნიკა მელიაზე საუბრისას იკითხა, თუ რატომ არ ელოდება პარლამენტი კასაციის გადაწყვეტილებას და რატომ ჩქარობს ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას.

"რატომ არ ველოდებით კასაციის გადაწყვეტილებას და რატომ ვისწრაფვით, რომ ასე მალე და ადრე შევუწყვიტოთ იმუნიტეტი საკუთარ კოლეგას?" - აცხადებს ნატო ჩხეიძე.

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, კონსტიტუციის მე-19 მუხლის ჩანაწერის მიხედვით, თუ კანონიერ ძალაშია შესული განაჩენი და პირი ცნობილია დამნაშავედ, მას უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება.

"თუ კი თეორიულად ასეთი მოხდება, ამ შემთხვევაში საუბარია უფლებამოსილების აღდგენაზე, კომპენსაციებზე და ა.შ. სწორედ ეს გაითვალისწინა კანონმდებელმა, როდესაც რეგლამენტში არის გათვალისწინებული, რომ პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

კონსტიტუციის 39-ე მუხლის ჩანაწერი პირდაპირ ამბობს, რომ თუ კანონიერ ძალაშია შესული განაჩენი და პირი ცნობილია დამნაშავედ, მას უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები