25 აპრილი 2024,   20:02
ვრცლად
ბოლომდე გამოავლინეს თავისი სახე - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში უსაფრთხოების მიზნიდან გამომდინარე 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ჟურნალისტებს დარბაზის დატოვება სთხოვა.

"ფაქტია, რომ ბოლომდე გამოავლინეს თავისი სახე. ახლა პირველ რიგში უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ტექნიკური შესვენება გამოვაცხადოთ მაინც. პირველ რიგში ჟურნალისტებს ვთხოვოთ დატოვონ, რომ რაიმე რისკი არ შეიქმნას და ისევ გავარკვიოთ მერე წუთებში გაირკვევა ეს ამბავი და შემოვბრუნდეთ და გავაგრძელოთ მუშაობა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ტექნიკური შესვენება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც სხდომათა დარბაზში უსიამოვნო სუნი დადგა, რის შედეგადაც რამდენიმე დეპუტატი შეუძლოდ გახდა.

დღის ამბები