24 აპრილი 2024,   00:46
ვრცლად
ეს ხალხი არ აღშფოთებულა ბავშვებს თვალები რომ დათხარეს და სუნზე არიან ახლა გაგიჟებულები - ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც სპეციფიკური სუნის გამო რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა და პარლამენტში სხდომა დროებით შეჩერდა. ბოკერიას თქმით, უმრავლესობის დეპუტატებმა პოლიტიკური ოპონენტები მომხდარში უარგუმენტოდ დაადანაშაულეს:

"რომ არ იყოს ასეთი ღრმა კრიზისი ქვეყანაში და ასეთი საოცარი საფრთხე ამ სამარცხვინო ლიდერისგან და მისი კლოუნებისგან, ეს იქნებოდა უბრალოდ ანეკდოტი, რაც ხდება, ისტერიკა, რომ ვიღაცამ დაასხა სითხე და ცუდი სუნი დადგა პარლამენტში. აღშფოთებულები არიან და ტერაქტიაო, ყვირიან. რა თქმა უნდა, თუ ვინმეს სუნზე ჰქონდა რეაქცია, ვუსურვებ რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეს. ეგრევე ხელი გაიშვირეს პოლიტიკური ოპონენტებისკენ, იქნება მეამბოხე დეპუტატებზე ეკითხათ, იქნებ ივანიშვილზე გაბრაზებულები არიან და სჯიან? ეგრე როგორ შეიძლება უბრალოდ ხელის დადება ვინმეზე, თან ამ რანგის აღშფოთება, ეს ხალხი არ აღშფოთებულა ბავშვებს თვალები რომ დათხარეს და სუნზე არიან ახლა გაგიჟებულები. ესეც სახეა ამ რეჟიმის როგორც რეაგირებენ ამ ინციდენტზე,"- განაცხადა ბოკერიამ.

დღის ამბები