19 აპრილი 2024,   10:01
ვრცლად
აკაკი ზოიძეს დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა

აკაკი ზოიძეს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანომ ცოტა ხნის წინ მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარემ ზოიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. თალაკვაძემ აღნიშნა, რომ აკაკი ზოიძე არაერთი რეფორმატორული საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი და აქტიურად იყო ჩართული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და საკითხების განხილვაში.

არჩილ თალაკვაძემ ზოიძეს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეგახსენებთ, რომ აკაკი ზოიძემ უმრავლესობისა და პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

 

დღის ამბები