"სანამ მამა დაბრუნდება" - ამ სახელწოდების ფილმის ჩვენება ბათუმში კინოთეატრ აპოლოში გაიმართა. ფილმის ჩვენება ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულთან დაკავშირებით საქართველოს ორ ქალაქში შედგა.
ქართველი რეჟისორის მიერ გადაღებული ფილმი პანკისის ხეობის ცხოვრებას ასახავს. ჩვენებას მოზარდები მაღალმთიანი აჭარიდან ესწრებოდნენ.
ევროკავშირის საკომუნიკაციო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი თამარ შავდია განმარტავს, რომ ფილმი საშუალებას იძლევა ადამიანებმა ბევრი რამ გაიგონ საკუთარ უფლებებზე.
"ეს არის ფილმი, რომელშიც კარგად არის ასახული ადამიანის უფლებები. ფილმი იძლევა საშუალებას, საზოგადოებამ მეტი შეიტყოს საკუთარი უფლებების შესახებ," - აცხადებს თამარ შავდია.