26 აპრილი 2024,   00:41
ვრცლად
კვადროციკლების იმპორტირების მიზნით ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე 3 პირი დააკავეს. ბრალდებულებს საქართველოში კვადროციკლები ჩამოჰყავდათ.

ტექნიკის რეალიზაციის პროცესში ბრალდებულებმა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები გამოიყენეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"აღნიშნული ტექნიკის გაყიდვის გაადვილებისა და კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისთვის გვერდის ავლის მიზნით, აღნიშნულმა პირებმა, ტექნიკის რეალიზაციის პროცესში დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, თითქოსდა ხდებოდა დაბალი სიმძლავრის - 50 სმ კუბში ძრავის მქონე კვადროციკლების რეალიზაცია, რაც, თავის მხრივ, არ საჭიროებდა რეგისტრაციას," - განმარტა საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ალექსანდრე მებონიამ.

დღის ამბები