20 აპრილი 2024,   19:11
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილება 2020 წლის არჩევნებამდე - მამუკა მდინარაძემ ახალ ინიციატივაზე ისაუბრა

უმრავლესობა იწყებს მუშაობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც 2020 წლიდან 2024 წლამდე, შესაძლო  ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გარკვეულ შეზღუდვებს დაუწესებს, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა  მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობის შიგნით შედგა შეთანხმება და მაჟორიტარული და პროპორციული სისტემის მომხრეებმა ერთმანეთისგან გარანტიები მოითხოვეს.

"ყველას ესმის, რომ მსგავსი ტიპის აზრთა სხვადასხვაობის თუ დაპირისპირების გაღვივება საფრთხის შემცველია, როგორც გუნდის ერთიანობისთვის, ასევე ზოგადად, პოლიტიკური სტაბილურობისთვის. ამიტომ, ჩვენთვის პრიორიტეტული იყო, მაქსიმალურად სწრაფად მიგვეღწია გარკვეული კონსენსუსისთვის გუნდის შიგნით და ვფიქრობთ, რომ უმრავლესობის ბოლო სხდომაზე და მას შემდეგ, სხვდასხვა ფორმატში კონსულტაციებით,  შეთანხმების მიღწევა შევძელით. უმრავლესობის მხრიდან გაზიარებული იყო მაჟორიტარი დეპუტატების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის არჩევნებიდან 2024 წლამდე მუდმივად იქნება საუბარი, რომ უნდა გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, რაც მუდმივი არასტაბილურობის განცდას გააჩენს და ეს პროცესი შექმნის ნიადაგს და ცდუნებას, პოლიტიკური კრიზისების ხელოვნურად გამოწვევისთვის,"- განაცხადა მდინარაძემ 

მდინარაძის თქმით, უმრავლესობის უმრავლესობამ გაიზიარა მაჟორიტარი დეპუტატების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლიდან 2024 წლამდე არსებობს რისკები, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნისა და პოლიტიკურ პროცესში დაძაბულობის შემოტანისა, ამიტომ, უმრავლესობა იწყებს მუშაობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც ამ პერიოდში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გარკვეულ შეზღუდვებს დაუწესებს:

"ჩვენ, უმრავლესობის დიდი ნაწილი, მათი სხვა არგუმენტებისგან განსხვავებით, საბოლოოდ დავეთანხმეთ მაჟორიტარ დეპუტატებს რისკის ამ ნაწილში მხოლოდ და შევთანხმდით, რომ ისინი უკან გაიწვევენ თავიანთ წინადადებას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარების ინიციატავასთან დაკავშირებით. ჩვენ კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებამდე ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნას მოვახერხებთ, რითაც ზემოთ დასახელებულ რისკებს მოვხსნით. შესაბამისად, ჩვენ, 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება და ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება გაგრძელდება მხოლოდ 2024 წლამდე. ამ შემთვევაში, მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ ინიციატივაზე უარს იტყვიან. თუ ჩვენ, ამ გარანტიის შექმნას ვერ შევძლებთ, მაშინ მაჟორიტარები აგრძელებენ პროცესს, რომ 2020 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით."- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები