25 აპრილი 2024,   03:00
ვრცლად
სოფელ ჭკადუაშში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცია დაშავებული. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

საავადმყოფოს სამედინიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ “კურიერს” უთხრა, რომ  ახალგაზრდა მამაკაცს თავის ქალის მძიმე დაზიანება აღენიშნება.  მას თავის ტვინის დიფუზური დაზიანებაც აქვს და მართვით სუნთქვაზეა.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.  შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

დღის ამბები