ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ მაშველებმა კიდევ 6 ცხედარი იპოვეს.
ამ დრომდე ეძებენ 2 ადამიანს. სამაშველო ოპერაციას ვულკანის ხელმეორედ ამოფრქვევის საშიშროება ართულებს.
თეთრ კუნძულზე ვულკანი რამდენიმე დღის წინ ამოიფრქვა. შემთხვევის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაშავდა. მათ შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.